- პროექტის სახელი - ჩემი მესხეთი
- პროექტის მოკლე აღწერა - საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის უკეთ გაცნობა, დახასიათება, მისი ისტორიისა და კულტურის შესწავლა.
- პროექტის აქტუალობა - მონაწილეები გაეცნობიან მესხეთის ისტორიას, ძეგლებს, მის კულტურასა და ტრადიციებს. პროექტის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას, გაიგებენ ბევრ ახალ ინფორმაციას მესხეთის შესახებ.
- პროექტის მიზნები - ამ პროექტში მოცემული იქნება მესხეთის აღწერა, ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაცია, დახასათება, გეოგრაფიული მდებარეობა, მისი წეს-ჩვეულებების, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების აღწერა, ლეგენდების, თქმულებების ჩაწერა ამ კუთხის წარმოშობის შესახებ. მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან. ისინი მოაწყობენ ექსკურსიას ამ მხარეში და გადაიღებენ ფოტო-სურათებს, ვიდეო მასალას, შეიქმნიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს.
- მონაწილეთა ასაკი - VI-XII კლასები.
- ვადები/ხანგრძლივობა - 3 თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას-ფოტოალბომი, ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ვებ-გვერდი.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - ტრანსპორტი, კომპიუტერი, ვიდეოაპარატი, წიგნები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) -1). პროექტის იდეის გაცნობა. 2) ჯგუფის შედგენა, დავალებების მიცემა. 3) მასალების მოძიება ინტერნეტისა და ლიტერატურის საშუალებით. 4) მესხეთის ისტორიის, გეოგრაფიული მდებარეობის საფუძვლიანი შესწავლა. 5) ექსკურსიების მოწყობა. 6) ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება და ალბომის შექმნა, 7) ინტერვიუს აღება, 8) ფოტომასალის და ნამუშევრების გამოფენა, სლაიდების მომზადება, 9) ვებ-გვერდის შექმნა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ხელოვნება, უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძებნა ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, სლაიდების მომზადება, ვებ-გვერდის შექმნა).
- პროექტის ხელმძღვანელი - არმინე ჩახოიანი.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - armin.chakhoyan@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
saswavlo proeqti
Saturday, November 12, 2011
ჩემი მესხეთი
Subscribe to:
Posts (Atom)